“საინტერესო იქნება იმ ხედვის მოსმენა, რომელსაც შემოგვთავაზებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი” – მიხეილ სარჯველაძე სამთავრობო პროგრამაზე
“საინტერესო იქნება იმ ხედვის მოსმენა, რომელსაც შემოგვთავაზებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„არის გარკვეული მნიშვნელოვანი სიახლეები. საინტერესო იქნება ახალი პრემიერ-მინისტრის ხედვა იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამით. ვფიქრობ და მოველი, რომ საინტერესო იქნება იმ ხედვის მოსმენა, რომელსაც შემოგვთავაზებს ირაკლი კობახიძე“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.