ოლაფ შოლცი: ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს არ აკეთებს

German Chancellor Olaf Scholz holds a news conference on energy situation, at the Chancellery in Berlin, Germany, July 22, 2022. REUTERS/Fabrizio Bensch

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ის რუსეთთან ომს ებრძვის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

როგორც მან ევროკავშირის სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „ბევრ დედაქალაქში უნდა დაისვას კითხვა: რეალურად ვაკეთებთ თუ არა საკმარისს?“.

„პასუხი უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ არა“, – თქვა შოლცმა.

გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია, რომელიც უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია ევროპაში სამხედრო დახმარების კუთხით, დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს ამ დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები