საფრანგეთში საჯარო სკოლების მასწავლებლები გაიფიცნენ

საფრანგეთში, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით​ საშუალო სკოლების მასწავლებლები გაიფიცნენ.

ამის შესახებ BFMTV წერს.

პროფკავშირში აცხადებენ, რომ დღეს კოლეჯებისა და ლიცეუმების მასწავლებელთა, დაახლოებით, 47%-ია გაფიცული.

აქციის მონაწილეთა ყველაზე დიდი წილი საშუალო სკოლის მასწავლებლებზე მოდის – 55%, თუმცა ქვეყნის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ მასწავლებლების, დაახლოებით, 20%-ია გაფიცული.

ამის პარალელურად, საფრანგეთში ფერმერთა აქციები იმართება, რომლებიც მათ პრობლემებზე მთავრობის ყურადღებას ითხოვენ.

ფერმერთა საპროტესტო გამოსვლებია, ასევე, ბრიუსელში.

გერმანიაში კი დღეს აეროპორტის დაცვის თანამშრომლები გაიფიცნენ. 2 თებერვლიდან პროტესტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაკები გეგმავენ. მიმდინარე კვირას, ასევე, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების ზრდა, სახელმწიფო კლინიკების ექიმებმა მოითხოვეს. გასულ კვირას რამდენიმედღიანი აქცია რკინიგზის მუშაკებმა გამართეს.

გარდა ამისა, გაფიცულია ფინეთიც, სადაც თითქმის, ყველა სფეროა პარალიზებული, რომელიც ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობისთვის არის აუცილებელი. კერძოდ, ორდღიან პროტესტს შეუერთდა, როგორც მაღაზიები, რესტორნები, და კვების სხვა ობიექტები, ისე, სატრანსპორტო სფერო, საბავშვო ბაღები და სკოლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები