პირველი ქართველი ანიმატორის, ვლადიმერ მუჯირის არქივი ხელოვნების სასახლეს საჩუქრად გადაეცა
ქეთევან მუჯირმა ხელოვნების სასახლეს საჩუქრად გადასცა თავისი პაპის, პირველი ქართველი ანიმატორის, ქართული მულტიპლიკაციის ფუძემდებლის, ვლადიმერ მუჯირის არქივი – შემოქმედებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი საინტერესო მასალა.
ინფორმაციას ხელოვნების სასახლე ავრცელებს:
„ჩვენი მუზეუმის ფონდები მუდმივად ახალი კოლექციებით ივსება. ქეთევან მუჯირმა საჩუქრად გადმოგვცა თავისი პაპის, პირველი ქართველი ანიმატორის, ქართული მულტიპლიკაციის ფუძემდებლის, ვლადიმერ მუჯირის არქივი – შემოქმედებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი საინტერესო მასალა
ქართული მულტფილმის ისტორია 1930 წლიდან ვლადიმერ მუჯირის მიერ გადაღებული მულტფილმებით იწყება – „შორს აკვანი“ და „გაზაფხული“. მუჯირი ავტორია ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ანიმაციების – „არგონავტები“, „ჩიორა“, „ოქროს ბიბილო“, „სამი მეგობარი“ და სხვა.
სასახლის ფონდებში დაიდებს ბინას პედაგოგის, მწერლისა და რეჟისორის ჯიმშერ მუჯირის (ქეთევან მუჯირის მამა) პირადი არქივიც და თავად ქეთევან მუჯირის მიერ გაფორებული წიგნები
ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ქეთევანს საქვეყნო საქმეში შეტანილი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.