„მურმან დუმბაძეს სურდა აჭარის მთავრობაზე მოეხდინა გავლენა“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცესპიკერი ზურაბ აბაშიძე, მისი კოლეგისა და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, მურმან დუმბაძის პარტიიდან გარიცხვის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც აბაშიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, სურვილი იმისა რომ ძალაუფლება იყოს შენს ხელში, არ არის მიზეზი იმისა რომ გუნდს გაემიჯნო.
მართველი გუნდის წარმომადგენელმა დუმბაძის მიერ, სახელისუფლებო გუნდის დატოვების ფაქტს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს გუნდის დატოვებამდე ის რესურსები არ გამოუყენებია, რითაც გუნდში დარჩენის შესაძლებლობა ექნებოდა.
„სამწუხაროა რომ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი დღეს ჩვენს რიგებში აღარ არის, მაგრამ სურვილი იმისა რომ ძალაუფლება იყოს შენს ხელში, არ არის მიზეზი იმისა, რომ გუნდს გაემიჯნო. მგონია, რომ ყველა უთახმოება და განსხვავებული აზრი საჯაროდ არ უნდა იყოს გამოტანილი. სანამ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება იქნება მირებული, პრობლემის მოგვარებიოს ყველა რესურსი უნდა გამოიყენონ. ამ რესურსის ამოწურვის პროცესი სამწუხაროდ ვერ დავინახე“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნეპოტიზმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დუმბაძის აშემთხვევაში ნეპოტიზმს ჰქონდა ადგილი: „პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოზიციით, მურმან დუმბაძეს აჭარის მთავრობაზე გავლენის მოხდენა სურდა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რაზეც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მის შესახებ საუბრობენ. საუბარია, რომ იქ იყო ნეპოტიზმის ნიშნები. ამ თემების დროულად გარკვევა და გასაჯაროვება უნდა მოხდეს“- აღნიშნა აბაშიძემ.
რაც შეეხება მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერობიდან გადაყენებას, აბაშიძის შეფასებით თავად დუმბაძეს სურს, რომ ვიცე სპიკერად დარჩეს, თუმცა თუ აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობ სხვა კანდიდატს წარადგენს, მას პარლამენტის სესია დაამტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პარტია „ქართული ოცნება“ 14 სექტემბერს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები