ბარებში მუსიკა, ფეიერვერკები – ხმაური საზოგადოებრივ სივრცეებში შესაძლოა შეიზღუდოს
საზოგადოებრივ სივრცეებში ხმაურის რეგულირებაზე შესაბამისი კომპანიები მუშაობენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშივილი წერს.
“ვიცი რომ ბევრს აწუხებს და ამიტომ წინასწარ გამცნობთ – საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და იურიდიული კომისიები მუშაობენ საზოგადოებრივ სივრცეებში ხმაურის რეგულირებაზე. ეს შეხება ბარებში მუსიკას, ფეიერვერკებს და მოტოციკლეტებსაც. პროექტი უახლოეს რამდენიმე დღეში იქნება მზად და განხილვაზე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მოგიწვევთ”, – წერს ფეისბუქზე ელისაშვილი.