42 ათასამდე პირველკლასელმა გაუმჯობესებული პერსონალური კომპიუტერი საჩუქრად მიიღო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია იუ-ჯი-თის ერთობლივი პროექტი, რომელიც პირველკლასელთათვის პორტაბელური კომპიუტერებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა, წარმატებით დასრულდა. 15 სექტემბერს 42 000 ათასამდე პირველკლასელმა ახალი მოდელის გაუმჯობესებული პერსონალური კომპიუტერი საჩუქრად მიიღო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, კომპანია იუ-ჯი-თის ვიცე-პრეზიდენტი გრიგოლ მიზოლსკი და კომპანიის რეგიონალური წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ხვედელიანი თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელებთან შესახვედრად მივიდნენ და ახალი კომპიუტერების შეფასებები მათგან და მათი დამრიგებლებისაგან მოისმინეს.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა კომპიუტერები პერსონალური კომპიუტერების წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ACER-ის მიერაა დამზადებული. მსგავსი ტექნიკა მწარმოებელს არაერთხელ მიუწოდებია როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებისთვის და დიდი მოწონებითაც სარგებლობს. გაუმჯობესებულ კომპიუტერებს გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:

1. წონა – შემცირებულია მაქსიმუმ 250 გრამით – სატარებლად გაცილებით მოსახერხებელია და რისკი იმისა, რომ ბავშვს შემთხვევით გაუარდეს ხელიდან შემცირებულია, ზედაპირის ფაქტურა ისეთია, რომ ხელში არ სრიალებს, უძლებს 70 სმ-იან თავისუფალ ვარდნას, რაც დასტურდება ქარხნის მიერ მოწოდებული სერტიფიკატით.

2. ეკრანის ზომა და გარჩევადობა – ჩანს უფრო მეტი ფართობის გამოსახულება, უფრო მეტი კონტრასტულობით ზომიერად დიდ ეკრანზე, (ეკრანის დიაგონალმა მოიმატა 1,5″- ით, ხოლო რეზოლუციამ 40% ით, იყო 0,6 mpx, არის 1,01 mpx), მაღალი ხარისხის გარჩევადობის ეკრანი (11. 6 ინჩი, LED backlit TFTLCD , HD 1366 x 768, 16:9 a spect ratio), ბავშვის თვალს ნაკლებად გადაღლის.

3. უახლესი თაობის პროცესორი, გაცილებით ძლიერ და ენერგოეფექტური (მინიმუმ 30-40%-ით ორივე მაჩვენებელში), მაღალი სიხშირის და წარმადობის პროცესორი, პირველკლასელებს მომავალ კლასებშიც მისცემს სრულ ფასოვანი მუშაობის საშუალებას;

4. თხელი კორპუსი და თანამედროვე დიზაინი, მოდელს უსაფრთხოების მიზნით, მომრგვალებული აქვს კუთხეები;

5. ტექნოლოგიური სიახლე: კომპიუტერი არ საჭიროებს და არ გააჩნია ქულერი, მუშაობს უხმაუროდ და მუშაობის დროს არ ხურდება;

6. დენის წყარო (ელემენტი) – გაუმჯობბესებულია და მუშაობს დაახლოებით 6-7 საათი (2 ჯერ მეტი ვიდრე წინა მორბედზე);

7. კომპიუტერს გავლილი აქვს ქარხნული ტესტი ვარდნაზე და მოყვება ევროკავშირში აღიარებული ეკო-სერტიფიკატები უვნებლობაზე;

8. პროდუქტს მოყვება ერთწლიანი უფასო საგარანტიო მომსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები