კონსტანტინე გამსახურდია: მინდა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ბიბლიოთეკამ შეიძინოს ახალი სუნთქვა და მივიღოთ საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბიბლიოთეკა

“მინდა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ბიბლიოთეკამ შეიძინოს ახალი სუნთქვა და მივიღოთ საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბიბლიოთეკა, რომლითაც ჩვენი ერი იამაყებს”, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ  განაცხადა.

როგორც გამსახურდიამ “იმედის კვირას” განუცხადა, თუ უახლესი ლიტერატურა არ იქნება, ძალიან ბევრი დოქტორანტი და პროფესორი აქ ვერ იმუშავებს.

„თუ არ იქნა უახლესი ლიტერატურა, ძალიან ბევრი დოქტორანტი და პროფესორი აქ ვერ იმუშავებს და უნდა გამოვიწეროთ უახლესი გამოკვლევები. უნდა გაიხსნას ახალი დიდი დარბაზი. მშენებლობები, რესტავრაცია მიდის. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და ხელი უნდა შეეწყოს ამას და ეს პროცესი უნდა გაღრმავდეს. ყველაფერი მორგებული უნდა იყოს მკითხველის კომფორტზე“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები