მოვაჭრეთა განცხადებით, ბაზრობა ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი დაწვეს
თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს მოვაჭრეები ხელოვნურად გაჩენილს უწოდებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტები ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 2500 კვ.მ ფართობი დაიწვა. შეტყობინება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში 05:40 საათზე შევიდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო.