სასამართლომ მწერალ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე დონალდ ტრამპს 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

ნიუ იორკის სასამართლომ, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის  საქმეზე 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული თანხიდან 18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციაა მწერალ ჯინ კეროლისთვისაა, 65 მილიონი კი – ჯარიმა.

მწერლის რეპუტაციის შელახვაში ტრამპი ბრალდებულად 2023 წლის სექტემბერში ცნეს. მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლისთვის რეპუტაციის შელახვის გამო ზიანის ანაზღაურების დასადგენად სხდომა ნიუ იორკის სასამართლოში დღეს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები