ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენი ომი „ჰამასის“ ტერორისტების წინააღმდეგაა და არა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ისრაელის წინააღმდეგ დროებით ზომებს ითვალისწინებს.

მისი თქმით, ისრაელი გააგრძელებს თავის დაცვას „ჰამასის“, გენოციდური ტერორისტული ორგანიზაციისგან.

„ისრაელის ერთგულება საერთაშორისო სამართლისადმი ურყევია. ასევე ურყევია ჩვენი წმინდა ვალდებულება, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ხალხის დაცვა.

როგორც ყველა ქვეყანას, ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის თანდაყოლილი უფლება.

ისრაელის ამ ფუნდამენტური უფლების უარყოფის ბოროტი მცდელობა არის აშკარა დისკრიმინაცია ებრაული სახელმწიფოს მიმართ და ის სამართლიანად იქნა უარყოფილი.

ისრაელის წინააღმდეგ წაყენებული გენოციდის ბრალდება არა მხოლოდ მცდარია, ის აღმაშფოთებელია და ღირსეულმა ხალხმა ყველგან უნდა უარყოს იგი.

„ისრაელი გააგრძელებს თავის დაცვას „ჰამასისგან“ – გენოციდური ტერორისტული ორგანიზაციისგან. ჩვენი ომი „ჰამასის“ ტერორისტების წინააღმდეგაა და არა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები