“ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე წინასწარ შეთანხმდა” – დენის შმიჰალი

ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე წინასწარ შეთანხმდა .

ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„1-ელ თებერვალს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი უკრაინის 50 მილიარდი ევროთი მხარდაჭერის ოთხწლიან Ukraine Facility პროგრამას დაამტკიცებს. წინასწარ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროკავშირის ყველა – 27 წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას”, – განაცხადა შმიჰალმა.

უკრაინის პრემიერმინისტრი ელოდება, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირი უკრაინისთვის, დაახლოებით, 2023 წლის დონის ფინანსური დახმარების მიწოდებას შეძლებს.

შმიჰალმა ცალკე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის წელს 11.8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარების მიწოდებას გეგმავს.

„ამ საკითხზე ამერიკული კონგრესის დადებით გადაწყვეტილებას ველით უკვე უახლოეს დროში”, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები