“თურმე საჭირო და აუცილებელი ყოფილა იმ კანონის მიღება, რომელიც „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის კანონპროექტის სახით დავაინიცირეთ” – გურამ მაჭარაშვილი
„თურმე საჭირო და აუცილებელი ყოფილა იმ კანონის მიღება, რომელიც ჩვენ – „ხალხის ძალამ“ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის კანონპროექტის სახით, რომელსაც ახლა ევროპარლამენტში იღებენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა თინა ხიდაშელის ორგანიზაციის დაფინანსების თემაზე საუბრისას განაცხადა.
„ის, რომ საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს დამოკიდებული ხიდაშელი-უსუფაშვილის გულწრფელობაზე და შევიდოდა და ნახავდა ეს ხიდაშელის „ენჯეო“ მართლა საიდან ფინანსდება – ეს იყო [ამ კანონპროექტის] იდეა. ახლა საზოგადოება უსმენს ხან უსუფაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ფინანსდება ტაივანიდან. ახლა გამოვიდა ხიდაშელი და ამბობს, რომ არ ფინანსდება, მერე ამბობს, რომ ტაივანიდან კი არა, ტაივანის მიერ დაფუძნებული ფონდიდან ვფინანსდები, რომელიც არ მეთვლებაო და ა.შ. „კუკუ დამალობანას“ თამაშობენ ხან ხიდაშელი და ხან უსუფაშვილი“, – აცხადებს მაჭარაშვილი.