ორბანის თქმით, უნგრეთის პარლამენტი ნატოში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებას მოახდენს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ქვეყნის პარლამენტს ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მან ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, დეპუტატები “შვედეთის განაცხადის რატიფიცირებას პირველივე შესაძლებლობისთანავე მოახდენენ”.

ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას, ბოლო დრომდე, მხოლოდ თურქეთი და უნგრეთი ბლოკავდნენ.

23 იანვარს თურქეთის პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები