“არ მაქვს განცდა, რომ იმ მასალისგან, რასაც დღეს პარტია „ლელო“ ჰქვია, რამე გამოვიდეს” – მიხეილ სარჯველაძე
“არ მაქვს იმის განცდა, რომ შეიძლება იმ მასალისგან, რასაც დღეს პარტია „ლელო“ ჰქვია, რამე გამოვიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ერთი და იმავე შინაარსის მატარებელი პოლიტიკური ძალებია.
„როდესაც საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში გამოგიჭერს, იმის შემდეგ მარკეტინგული სვლები აბსოლუტურად უმაქნისია იმისთვის, რომ საზოგადოებას თავი შეაყვარო“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.