თაკო ჩარკვიანი: ვითანამშრომლებ „ნაცმოძრაობასთან“, შენება და რეფორმები შეუძლია ამ გუნდს
მე ვითანამშრომლებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან მიმაჩნია, რომ ამ რეფორმების უნარი მხოლოდ ამ განახლებულ, ახალგაზრდული ენერგეტიკით მოსულ პარტიას შეუძლია, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკუთარ თავს ვერ ხედავს „ლელოსა“ და გახარიას გუნდთან.
„არა „ლელოსთან“ და არა გახარიასთან. მე 2018 წლიდან ვგულშემატკივრობ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ, ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, ასე ვთქვათ, ვითანამშრომლებ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან მიმაჩნია, რომ ამ რეფორმების უნარი მხოლოდ ამ განახლებულ, ახალგაზრდული ენერგეტიკით მოსულ პარტიას შეუძლია. აქ ახალგაზრდები არიან, ეს გახლავთ ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, იგორ ნარმანია, ასათიანი, ვასო ურუშაძე, თავად ლევანი. თუ ისინი რაღაც გამოცდილებას ეკითხებიან გარკვეულ საქმეებში ადამიანებს და ასეთი ადამიანი გახლავთ მაგალითად ყოფილი ხელისუფლების პერიოდიდან იუსტიციის სახლის აღმშენებელი გიორგი ვაშაძე, რომელმაც მართლა უპრეცედენტოდ საოცარი რამ გააკეთა იუსტიციის სახლის სახით, ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.