პენტაგონში ვარაუდობენ, რომ უკრაინა F-16 გამანადგურებლებს უკვე წელს მიიღებს
პენტაგონში ვარაუდობენ, რომ უკრაინა პირველ F-16 გამანადგურებლებს, ასევე, შესაბამის ინფრასტრუქტურას და სათადარიგო ნაწილებს უკვე წელს მიიღებს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, სელესტა ვალანდერმა განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ კოალიცია F-16 პროგრამაზე და მზად ვართ, მივაღწიოთ უკრაინის თავდაპირველ ოპერაციულ მზადყოფნას 2024 წელს“, – თქვა მან.
მისი თქმით, პროგრამა მოიცავს პილოტების მომზადებას, პლატფორმებს, ტექნიკოსების მომზადებას და სათადარიგო ნაწილებსა და საბრძოლო მასალას.