დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობას” ცუდად აქვს დაბედებული როზნერი – სადაც ის ჩაერთო პიარკამპანიაში, უკვე წაგებული და ფიასკოთი დასრულებული თემაა

“ნაცმოძრაობას” ცუდად აქვს დაბედებული როზნერი – 2012 წელს ამ პიროვნებამ თავის ვირტუალურ წარმოდგენებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოაგებინა არჩევნები, სინამდვილეში როგორ დასრულდა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როზნერი სადაც ჩაერთო პიარკამპანიაში, უკვე წაგებული და ფიასკოთი დასრულებული თემაა.

„ახლა ის „ლელოს“ გადაულოცეს. სინამდვილეში, ერთი და იგივე პარტიაა 2-3 სხვადასხვა განშტოებით. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ ეტაპზე, ვისი პიარლობისტი იქნება ბატონი როზნერი. ფაქტია, რომ მისი გათვლები შედეგებთან აბსოლუტურად აცდენილია. მოცემულობა, სადაც როზნერი ჩაერთო პიარკამპანიაში, უკვე წაგებული და ფიასკოთი დასრულებული თემაა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ლელოს“ წევრებმა პიარკონსულტანტ ჯერემი როზნერთან თანამშრომლობა დაადასტურეს.
მათივე თქმით, როზნერი საარჩევნოდ მათთან კონსულტაციებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები