თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სკანდინავიური ქვეყანა, თვეების შეფერხების შემდეგ, სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას ერთი ნაბიჯით დააახლოვა.

შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი თურქეთის პარლამენტის 287-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 55, ხოლო ოთხმა პირმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

აღნიშნული კენჭისყრა თურქეთის მხრიდან რატიფიკაციის პროცესის მეორე ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ წინადადება გასულ თვეში დაამტკიცა.

დოკუმენტი პარლამენტმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საბოლოო ხელმოწერისთვის უკვე გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები