ერთი და იმავე პოლიტიკური კონსულტანტის დაქირავება აჩენს კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის – ირაკლი ქადაგიშვილი

“ერთი და იმავე პოლიტიკური კონსულტანტის დაქირავება აჩენს კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ პოზიციონირებას შორის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„პიარ კონსულტანტის ყოლა პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნების პერიოდში არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს ან იშვიათობას, ნორმალური მოვლენაა. აქ თვითონ ფაქტი იმაში მდგომარეობს საინტერესო, რომ ეს პიარ კონსულტანტი, ჯერემი როზნერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გამოცდილი პიარ კონსულტანტი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაშიც, რომ რა თქმა უნდა ის გარკვეული გამოცდილება, რომელიც მან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიიღო რელევანტურად ჩაითვალა, რომ კარგი იქნებოდა ანალოგიური გამოცდილება გაეზიარებინა „ლელოს“ მიმართ.

ეს აჩენს კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ პოზიციონირებას შორის. თან არ არის გამორიცხული, რომ ეს თავისთავად გულისხმობდეს გარკვეულ კოორდინაციას ამ პიროვნების მეშვეობით ამ ორ პოლიტიკურ პარტიას შორის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები