სალომე ქურასბედიანი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი  გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის თანადგომით განხორციელებული აქტივობებისა  და შემდგომი  თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. კერძოდ, სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული თემატური მოკვლევების, სამოქმედო გეგმის შედგენისა და კლიმატის შესახებ კანონის შემუშავების თაობაზე.

„სტუმრებს მივაწოდეთ ინფორმაცია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობისა და სამოქალაქო აქტივობის  გაძლიერების  შესახებ. ასევე, მადლობა გადავუხადეთ თანამშრომლობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან ვიღებთ”, – განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები