გია ვოლსკი: „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული
“პარტიები – „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ სივრცეში უნდა იყოს განხილული. როცა ჩვენ ფორმულირებას „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვიყენებთ, რა საკვირველია, აქ იგულისხმება „ლელოც“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, “ლელოს” ლიდერებმა რაც უნდა ისაუბრონ, მათი პარტია “ნაცმოძრაობის” ფრთაა.
„პიარტექნოლოგიები, პიარკომპანია და ექსპერტებიც, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა მოზიდული, ის რესურსია, რაც „ნაცმოძრაობის” მხრიდან „ლელოს“ აქვს მიცემული. როგორც ჩანს, დახმარება სთხოვეს და მათაც ეს დახმარება არ დააყოვნეს. „ლელო” არის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ფრთა, რაც არ უნდა ილაპარაკოს „ლელოს“ ლიდერშიფმა, რომ ისინი სხვა პლატფორმაზე დგანან და სხვა იდეოლოგიით არიან აღჭურვილები“, – განაცხადა ვოლსკიმ.