ცაგარეიშვილი – ოპოზიციაზე: ხელისუფლების დასამარცხებლად ამომრჩევლებს უნდა შესთავაზო სიახლე და სად ხედავთ აქ სიახლეს? ვინ არის ახალი სახე?

„თუ ვინმეს სურს ხელისუფლების დამარცხება ნებისმიერ ფორმაციაში, სახელმწიფოში, წყობაში, არსებობს ამის მარტივი ფორმულა – უნდა შესთავაზო ამომრჩევლებს სიახლე და თქვენ სად ხედავთ აქ სიახლეს?”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ახალი სახეები არ არიან.

“ვინ არის ახალი სახე, გვარამია? ავაზაკი პროკურორი, ადეიშვილის ხელის ბიჭი, სააკაშვილის ყველა მანიაკური და ავაზაკური სურვილების ბრმა აღმსრულებელი. მელია, პასუხისგებაში მიცემული, გირაოს ქვეშ გამოშვებული, ასევე ავაზაკი, რომელიც ბანკების გაკოტრებით იყო დაკავებული. შემიძლია ეს სია უსასრულოდ ჩამოვთვალო“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები