“გვაქვს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა არჩეული, მეთოდურად მივყვებით ამ პოლიტიკას და ამ ღირებულებებით საქართველოს უახლოეს მომავალში გავაერთიანებთ” – გია ცაგარეიშვილი
“გვაქვს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა არჩეული, მეთოდურად მივყვებით ამ პოლიტიკას, ვძლიერდებით, ეკონომიკურად ფეხზე ვდგებით, მყარ დემოკრატიას ვქმნით და მიგვაჩნია, რომ ამ ღირებულებებით საქართველოს უახლოეს მომავალში გავაერთიანებთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ჩვენი გზა ევროპისა და ნატოსკენ არ გადის სამხედრო კონფრონტაციაზე რუსეთთან. ეს უნდა გაიგოს ყველამ – მაკფალმა, თუ სხვა კეთილის მსურველმა ერთხელ და სამუდამოდ. უდიდესი სისხლი გავიღეთ ჩვენ ამ ბრძოლებში და კმარა სისხლის ღვრა საქართველოში. გვაქვს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა არჩეული, მეთოდურად მივყვებით ამ პოლიტიკას, ვძლიერდებით, ეკონომიკურად ფეხზე ვდგებით, მყარ დემოკრატიას ვქმნით და მიგვაჩნია, რომ ამ ღირებულებებით საქართველოს უახლოეს მომავალში გავაერთიანებთ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.