ალუდა ღუდუშაური: 2008 წლის ომთან მიმართებით „ნაცმოძრაობამ“ უპატიებელი ქმედებები განახორციელა
“2008 წლის ომთან მიმართებით „ნაცმოძრაობამ“ უპატიებელი ქმედებები განახორციელა, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა “ხალხის ძალის” განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობამ” უამრავი დანაშაული ჩაიდინა.
“უდიდესი ძალისხმევის შედეგად, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ და თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ საერთაშორისო სამართლით უდიდესი გადაწყვეტილება მოგვეპოვებინა და ახლა უკვე ჩვენს მხარეზეა საერთაშორისო სასამართლოთი და საერთაშორისო სამართლით დამტკიცებული ოკუპაციის, აგრესიული ომის წარმოება საქართველოსთან მიმართებით.
2008 წლის ომთან მიმართებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპატიებელი ქმედებები განახორციელა, საქართველოს სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით. ამ ხალხის ძალისხმევით და უპასუხისმგებლო ნაბიჯების შედეგად, ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე იქნა ისტორიული შეცდომები და არა მარტო შეცდომები, მათი მხრიდან არის უამრავი დანაშაული ჩადენილი,” – აცხადებს ღუდუშაური.
ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “ხელისუფლებამ სახელმწიფოს ინტერესები ჰააგასა და სტრასბურგში დაიცვა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და ზურაბიშვილი შეთანხმდნენ, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო”.