გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობაში“ ბევრი ჯერემი როზნერით კმაყოფილიც არ არის

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი როზნერით კმაყოფილიც არ არის. ის შედეგი, რაც უნდა მიეღოთ, ვერც ლობისტებით ვერ მიაღწიეს, საზღვარგარეთ მილიონები ხარჯეს და ვერც ამ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება ჩვეულებრივი ამბავია.

„ჩვეულებრივი ამბავია, რომ შეირჩევა გარკვეული ადამიანების, ჯგუფი, ვინც ჩააბარა დეკლარაცია და მათგან კიდევ ხდება გადამოწმება ადამიანების, რომლებიც საზოგადოებაში თავიანთი პოლიტიკური საქმიანობით არიან ცნობილი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. საზოგადოებამ იცის. შესაძლოა, როზნერმა არ იცოდა. შესაძლოა, ადამიანი, ვინც თანხას იხდის ამაში, იმანაც არ იცოდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი როზნერით კმაყოფილიც არ არის. ის შედეგი, რაც უნდა მიეღოთ, ვერც ლობისტებით ვერ მიაღწიეს, საზღვარგარეთ მილიონები ხარჯეს და ვერც ამ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები