კახა კალაძე – ნატა ფერაძეზე: პატრონები რასაც ავალებენ, იმას აკეთებს

“ნატა ფერაძე არის უბრალოდ გამხმოვანებელი. პატრონები რასაც ავალებენ, ეუბნებიან, იმას აკეთებს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, რადიკალებს ერთი პატრონი ჰყავს.

„ნატა ფერაძე არის უბრალოდ გამხმოვანებელი. პატრონები რასაც ავალებენ, ეუბნებიან, იმას აკეთებს. საზოგადოებამ რომ იცოდეს, ამ რადიკალებს ყველას ერთი პატრონი ჰყავს. არ არის ახალი ის, რომ ეს ადამიანები ებრძვიან სარწმუნოებას, ეკლესიას, ქვეყნის მომავალს. ებრძვიან იმას, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკურად განვითარება, წინსვლა. ამ ყველაფერს ებრძვიან, რადგან უსამშობლო ადამიანები არიან. მათ სამშობლოს სიყვარული არ გააჩნიათ“, – აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარს კორუფციის მთავარი ტაძარი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები