“უკრაინამ ვაშინგტონის სამიტზე შესაძლოა, ნატოში გაწევრიანების მოწვევა არ მიიღოს” – სტოლტენბერგის თანაშემწე

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ბორის რუგე ამბობს, რომ ვაშინგტონის სამიტზე უკრაინას წევრობის მოწვევა შესაძლოა, არ მისცენ.

ამის შესახებ მან LRT-თან ინტერვიუში განაცხადა.

”ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იქნება თუ არა შემდეგი ნაბიჯი, როგორც პრეზიდენტ ზელენსკი გვთავაზობს”, – თქვა რუგემ, რომელიც წევრობის პოტენციურ მოწვევას გულისხმობს.

კითხვაზე – შეიძლება თუ არა, რომ უკრაინა არ მიიწვიონ, მან თქვა: „ზუსტად ასეა“.

„შემდეგი ნაბიჯი მოწვევა იქნებოდა, მაგრამ ჯერ არ არის ნათელი, ვიხილავთ თუ არა ასეთ მოწვევას ვაშინგტონში. ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ, რომ ნატოს ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, რომ 2024 წელს ნატოს ქვეყნებში არჩევნები ჩატარდება. ამიტომ, ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია“, – თქვა მან.

რუგემ იმედი გამოთქვა, რომ ალიანსი იპოვის „გზებს, ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ უკრაინა ალიანსს უახლოვდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები