ილია დარჩიაშვილი: მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო იყოს, ერთი მხრივ, სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე და, მეორე მხრივ, იყოს ხიდი, კავშირი ორ კონტინენტს შორის

მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო იყოს, ერთი მხრივ, სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე და, მეორე მხრივ, იყოს ხიდი, კავშირი ორ კონტინენტს შორის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსში განაცხადა.

„პანელური დისკუსია, რომელშიც პრემიერმინისტრი მიიღებს მონაწილეობას, იქნება ძირითადად ფოკუსირებული რეგიონალურ თემატიკაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპის და აზიის დაკავშირება. იცით, რომ საქართველო არის გეოგრაფიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი. საქართველო როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანა უნდა იყოს ეფექტური, შედეგიანი იმისთვის, რომ ეს კავშირები განვითარდეს. არაერთხელ ვსაუბრობდით „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე, განვითარებაზე. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო იყოს, ერთი მხრივ, სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე და, მეორე მხრივ, იყოს ხიდი, კავშირი ორ კონტინენტს შორის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, შვეიცარიის საკურორტო ქალაქში მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. დღეს დავოსში პანელური შეხვედრა – სახელწოდებით „ევრაზიის ახალი გარიჟრაჟი“ გაიმართება, სადაც სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები