“2023 წელს დასავლურმა კომპანიებმა რუსეთს 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპონენტები მიაწოდეს” – “ერმაკ-მაკფოლის ჯგუფი“

სანქციების მიუხედავად, დასავლურმა კომპანიებმა 2023 წელს რუსეთს 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების მნიშვნელოვანი კომპონენტები მიაწოდეს.

ამის შესახებ „ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის“ ახალ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ რეკომენდაციებს ამუშავებს.

მათი თქმით, 250-ზე მეტი დასავლური კომპანიის პროდუქციაა ნაპოვნი, განადგურებული ან დაკავებული რუსული იარაღის ნიმუშებში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთში პროგრამული მართვის მქონე დანადგარების იმპორტი იანვარ-ოქტომბერში, სანქციამდე პერიოდთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 292 მილიონი დოლარი შეადგინა.

ჯგუფის ექსპერტები გასცემენ რეკომენდაციას, მოხდეს საექსპორტო კოტროლის გაძლიერება, რომ არ იყოს მისი გვერდის ავლის შემთხვევები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები