ტერმინი „დაავადება X“ დიდი ხანია, არსებობს. აუცილებელია, მოვემზადოთ ახალი დაავადების ტალღისთვის, რომელიც ასე თუ ისე მოხდება, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ამის შესახებ მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.
„დაავადება X“ დიდ ყურადღებას იპყრობს. მაგრამ ეს არ არის ინოვაცია, პირველად ეს ტერმინი 2018 წელს გამოვიყენეთ. არსებობს უცნობი დაავადებები, რომლებიც შეიძლება, გამოჩნდეს, საკითხავია „როდის“, და არა „თუ“, – თქვა მან.
„მომზადება დაავადება X”-სთვის პანელის მონაწილეებმა მომავალი პანდემიებისთვის მოსამზადებლად ძალისხმევის მობილიზების აუცილებლობა განიხილეს. ასევე, მათ განიხილეს გლობალურ ინიციატივებში ინვესტირება, რათა ახალი დაავადების აღორძინებისთვის ჯანდაცვის სისტემების მომზადება მოხდეს.