“მასობრივი არეულობებისკენ მოწოდება” – ყირგიზეთში 11 ჟურნალისტი დააკავეს

ყირგიზეთში მასობრივი არეულობებისკენ მოწოდების საქმის ფარგლებში პროექტების – Temirov Live-ისა და Ait Ait Dese-ის 11 მოქმედი და ყოფილი ჟურნალისტი დააკავეს.

ამის შესახებ ადვოკატმა, ზამირ ჟოშევმა განაცხადა.

„48 საათის განმავლობაში დაკავებული ჟურნალისტებიალ არიან: მაჰაბატ თაჟიბეკ ქიზი; საფარ აკუნბეკოვი; აზამატ იშენბეკოვი; საიპიდინ სულთანალიევი; აქტილეკ კაპაროვი; ტინისტანი ასიპბეკოვი; მაკსატ ტაჟიბეკ ულუ; ჟოდარ ბუზუმოვი; ჟუმაბეკ ტურდალიევი, აიკე ბეიშეკეევა; აკილ ოროზბეკევი”,- დაწერა ადვოკატმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ყველა მათგანი ეჭვმიტანილია ხელისუფლების წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნების აქტიური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობისკენ მოწოდებაში.

ადვოკატის თქმით, მათ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

15 იანვარს ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა 24.kg-ს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა, დაიკითხნენ გამოცემის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორები.

16 იანვარს მასობრივი არეულობის მოწყობის საქმეზე ჩხრეკა Temirov Live-სა და Ait Ait Dese-ში ჩატარდა. ეს პროექტები, ძირითადად, ჟურნალისტური გამოძიებებით არიან დაკავებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები