საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის – პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის – ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიღება ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებისა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელების პატივსაცემად ტრადიციულად დავოსში გაიმართა.