ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზაში მძევლებისთვის მედიკამენტების მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

Palestinians inspect the site of Israeli strikes on houses in Jabalia refugee camp, in northern Gaza, November 14, 2023. REUTERS/Anas al-Shareef

ისრაელმა და „ჰამასმა“ შეთანხმებას მიაღწიეს, რათა ომის შედეგად განადგურებულ ღაზას მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

მათი თქმით, კატარისა და საფრანგეთის შუამავლობით გაფორმებული გარიგების თანახმად, მედიკამენტები „ჰამასის“ მძევლებს გადაეცემათ.

აღნიშნულის სანაცვლოდ ისრაელი ღაზაში მეტი ძირითადი მარაგის მიწოდებას დაუშვებს. ისრაელის დაბომბვის სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ ტერიტორიაზე მდგომარეობა მძიმეა.

იმავდროულად, აშშ იმედოვნებს, რომ შემდგომმა მოლაპარაკებებმა შეიძლება უფრო მეტი მძევლის გათავისუფლება გამოიწვიოს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, კატარში იმყოფებოდა, რათა ასეთი შეთანხმების შესაძლებლობა განეხილა.

დისკუსიები იყო ძალიან სერიოზული და ინტენსიური. იმედი გვაქვს, რომ ის ნაყოფს მალე გამოიღებს“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები