საგარეჯოში 48 წლის შშმ პირი დააყაჩაღეს – დამნაშავე დაკავებულია

საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 48 წლის მამაკაცს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა დაზარალებულს ბალიში დააფარეს და მუქარის შედეგად 15 ლარი წაართვეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე უკვე დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, მუხლით რაც ძარცვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები