უკრაინელი მოციგურავე ევროპის ჩემპიონატზე პერანგზე „სისხლიანი ლაქით“ გამოვიდა
უკრაინელი მოციგურავე ივან შმურატკო ლიეტუვის ქალაქ კაუნასში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე პერანგზე „სისხლიანი ლაქით“ გამოვიდა.
თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის შემდეგ, უკრაინის ოთხგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ მისი წარმოდგენა მიეძღვნა ომს, რომელშიც ბავშვები მტრის რაკეტებისგან იღუპებიან.
„რა შინაარსი ჩავდეთ? სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ასტრალი. არც მეტი არც ნაკლები. ასე, შეუდარებლად მეტის გადმოცემა შეიძლება, ვიდრე სიტყვებით. სისხლის ელემენტი? იმიტომ რომ ასეა, ხალხი რაკეტებისგან ასე იღუპება, სისხლით”,- თქვა უკრაინელმა სპორტსმენმა.