საბერძნეთში მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ათენის ეროვნული ობსერვატორიის გეოდინამიკის ინსტიტუტი ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლეონიდიოსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 16 კილომეტრში და ათენიდან სამხრეთ-დასავლეთით 97 კილომეტრში იყო.

გეოდინამიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 14,5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა, და მას 2,5-დან 3,2 მაგნიტუდამდე განმეორებითი ბიძგები მოჰყვა.

შესაძლო ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები