იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 222-მდე გაიზარდა

იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 222-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 1 000-ს გადააჭარბა.

მედიის ცნობით, სამაშველო ჯგუფები უგზო-უკვლოდ დაკარგულ 22 ადამიანს ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ იშიკავას პროვინციაში მცხოვრებთათვის დროებითი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უკვე დაწყებულია.

იაპონიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრების სერია 1-ელ იანვარს დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე დიდი 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, რომელმაც ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები