სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა

სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონია ტრადიციულად ერთადერთი სპორტული მედიაკავშრი JAKO-ს საიუბილეო საღამოს, სასტუმრო ბილტმორში შედგა.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას დაესწრნენ: მთავრობის, მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები.

გამარჯვებულები გახდნენ

10. თავდაცვის სამინისტრო – ჯონი თოფურია;

9. ქართული ჭიდაობის ფედერაცია – გურამ თუშიშვილი;

8. საავტომობილო სპორტის ფედერაცია – სანდრო თავართქილაძე;

7. სამბოს ეროვნული ფედერაცია – ვახტანგ ჩიდრაშვილი;

6. ათლეტიზმის ფედერაცია – თემურ სამხარაძე, ლევან მთიულიშვილი, ლევან გილიგაშვილი, ჯაბა სეფიაშვილი; ცოტნე ბეჟაშვილი; გიორგი ბეჟაშვილი;

5. მასრესლინგის, ბაგირის გადაწევის და კროსფიტის ეროვნული ფედერაცია – გიორგი ქვლივიძე;

4. კიბერ სპორტის ფედერაცია – ნიკოლოზ ასათაშვილი;

3. უშუს ეროვნული ფედერაცია – ალექსანდრე კუჭავა;

2. რაგბის კავშირი – მერაბ შარიქაძე;

1. ჭადრაკის ფედერაცია – ქალთა გუნდი: ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები