„საათი ორგანთან“ – საორგანო ნაწარმოებების კონცერტი გაიმართება
19 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფრანგი, გერმანელი, იტალიელი და ამერიკელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი საორგანო ნაწარმოებების კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი პროექტის ფარგლებში – „საათი ორგანთან” გაიმართება.
მონაწილეობენ: ალექსანდრე სადუნიშვილი, თათული ნიშნიანიძე, ბარბარე ჩხაიძე, ლიზა ლოლაძე, ოლინა აკადოტირი, მარიამ ჩახვაძე, ნატა ულუმბელაშვილი, მარიამ ხუციშვილი, ნინო სიხარულიძე, ნათია მაჩიტაძე, ნინი მოდებაძე, სალომე სტროგანოვა, სოფიო ღამბაშიძე, თამარ ექვთიმიშვილი, თანუ ქიზიყურაშვილი, ლია ბაიდოშვილი.
შესრულდება: სტენლის, დანდრიეს, კუპერენის, ციპოლის, ბოტაცოს, პახელბელის, ბახის, ჰაიდნის, იანგის საორგანო ნაწარმოებები. ხელმძღვანელი: ლია ბაიდოშვილი.