“2024 წელს უკრაინის ბედი გადაწყდება” – ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს, გრანტ შეპს მიაჩნია, რომ 2024 წელი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება.

ამის შესახებ მან ლანკასტერ ჰაუსში სიტყვით გამოსვლისას თქვა.

ეს წელი გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, ეს აზრი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა გრანტ შაპსმა გამოთქვა.

„2024 წელი გარდამტეხი უნდა იყოს. უკრაინისთვის ეს იქნება წელი, როცა ქვეყნის ბედი გადაწყდება. მსოფლიოს დემოკრატიისთვის ეს უდიდესი წელი იქნება, რადგან მსოფლიოს მოსახლეობის, თითქმის, ნახევარი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას”,- თქვა პოლიტიკოსმა.

შეპსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლონდონი კიევის მხარდაჭერაზე უარს არ იტყვის, რადგან უკრაინის კონფლიქტი დიდი ბრიტანეთისთვის ეგზისტენციალურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები