საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს, დესტრუქციულ ქმედებებში მონაწილეობა არ მიიღონ
საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს, რომ დესტრუქციულ ქმედებებში მონაწილეობა არ მიიღონ. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.
„ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.
სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.