ბათუმში ავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანა ამობრუნდა – დაშავებულია 3 ადამიანი

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ავტომობილი ამოტრიალდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, დაშავებულია სამი პირი.
მათივე თქმით, ისინი სასწრაფოს თანამშრომლები არიან, რომლებმაც სხვადასხვა სახის მოტეხილობა მიიღეს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები