„ორი წელია, ამ ხატს ვუყურებ და სტალინი საერთოდ ვერ შევამჩნიე“ – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მატრონას ხატს, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, შემომწირველები აუცილებლად წაიღებენ და გადაწერენ. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა „ტვ პირველთან“ განაცხადა.

„მე, მაგალითად, ორი წელია, ამ ხატს ვუყურებ და საერთოდ ვერ შევამჩნიე. იცით  რატომ ვერ შევამჩნიე? იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი, რომელსაც რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას უყურებ, რომელიც უდიდესი წმინდანია და შემდეგ ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და გარშემო მისი ცხოვრების სცენები დაათვალიერო, რომელიც, როგორც წესი, ხატებზე რომ გამოიხატება, თუ არ იცი თვითონ ცხოვრება, ისე ვერ აღიქვამ. ეს არის ხატწერა და არა მხატვრობა.
სტალინის ისტორია, რომ სტალინი მატრონასთან სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა, ეს არის გამოგონილი ისტორია.
ის, რაც ამას მოჰყვა არის ნამდვილი ვანდალიზმი, ეს არ შეიძლება. ეს არ არის საუბრის, ურთიერთობის გზა. თუ ასეთი რამ მოხდა და ვიღაცას გაეპარა, ამაში არაფერია ისეთი სასკანდალო და საჩხუბარი.
შემომწირველები წაიღებენ. იმხელა ხატს უცებ ხელს ხომ ვერ მოჰკიდებ და წაიღებ, მომზადება სჭირდება. წაიღებენ აუცილებლად და გადაწერენ“, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები