კიდევ ერთი ომი – აშშ-მა, მოკავშირეების მხარდაჭერით, იემენში “ჰუსიტების” სამიზნეები დაბომბა(ფოტო,ვიდეო)

შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციითა და ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდების და ბაჰრეინის მხარდაჭერით, იემენში “ჰუსიტების” სამიზნეებზე ერთობლივი დარტყმები მიიტანა.

ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) იტყობინება.

იერიშების მიზეზია “ჰუსიტების” თავდასხმა წითელ ზღვაში ამერიკულ და საერთაშორისო გემებზე.

დარტყმები მიზნად ისახავდა სარადარო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე, დრონების, ფრთოსანი რაკეტების და ბალისტიკური რაკეტების შენახვისა და გაშვების ადგილებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან ერთად იემენში დარტყმების ფაქტი დაადასტურა.

მისი თქმით, ეს დარტყმები იყო პირდაპირი პასუხი “ჰუსიტების” მიერ წითელ ზღვაში საერთაშორისო გემებზე უპრეცედენტო თავდასხმებზე, მათ შორის, გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

ბაიდენის თქმით, მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, საპასუხო ზომების მიღებას უყოყმანოდ გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები