ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა ის ტემპი, რომელიც წინა წლებში ჰქონდა, როდესაც ევროპის არაერთ ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიაც დაფიქსირდა

საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა ის ტემპი, რომელიც წინა წლებში ჰქონდა, როდესაც ევროპის არაერთ ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიაც დაფიქსირდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობდა, როგორც საინვესტიციო აქტივობა, ასევე საგარეო ვაჭრობის და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. 2023 წელს საქართველომ შეძლო და გაცილებით სწრაფად მოთოკა ის ინფლაცია, რომელიც გლობალური გამოწვევა იყო და ჩვენ 2023 წელი ფაქტობრივად საშუალო – 2.5%-იანი ინფლაციის მაჩვენებლით დავასრულეთ“, – აღნიშნა ცინცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები