მიხეილ დუნდუა: კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს
“გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 7%-მდე და დაბალი ინფლაცია. საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, აგრეთვე მნიშვნელოვანი ზრდაა ამერიკულ დოლარში ეკონომიკის ზრდის”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა, მიმდინარე ფასებში, 10%-ზე მაღალი მაჩვენებლით არის გაზრდილი.
“მსყიდველუნარიანობის მიხედვით, ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით, სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებით და პროგნოზებით, საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა, მიმდინარე ფასებში, 10%-ზე მაღალი მაჩვენებლით არის გაზრდილი. ასევე, დოლარში, დაახლოებით, 20%-ზე მაღალია ზრდის მაჩვენებელი, რაც მსყიდველუნარიანი ეკონომიკის და მოსახლეობის შემოსავლების მატების თვალსაზრისით, შესანიშნავი შედეგია”, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.