კაცი, რომელიც მარნეულში ძაღლის წამებისთვის დააკავეს, ადგილობრივების ინფორმაციით, წარსულში მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც იყო მხილებული

კაცი, რომელიც მარნეულში ძაღლის წამებისთვის დააკავეს, წარსულში 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც  იყო მხილებული.

აღნიშნულის შესახებ დაკავებულის თანასოფლელი მედიასთან აცხადებს.

“დღეს რომ ძაღლი მოკლა, ის ხვალ ადამიანს მოკლავს. სოფლიდან გასაგდებია. გავიგეთ ეს ამბავი, გავიგეთ, რომ პოლიციამ დააკავა. ეს კაცი წარსულში არასრულწლოვანზე სექსუალური შევიწროების მცდელობაშია მხილებული”, – აცხადებს ადგილობრივი.

სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტის შესახებ საუბრობს „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარე სამირა ისმაილოვაც.

“მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მომაწოდა 13 წლის გოგოზე სექსუალური შევიწროების  ფაქტის შესახებ ინფორმაცია, შემდეგ კი გამომიგზავნა ვიდეო, რომელიც გუშინ გავრცელდა, ამბობდა, რომ ეს ადამიანი არა მარტო ცხოველებზე, არამედ  ადამიანებზეც სასტიკად ძალადობდა. 13 წლის ბავშვი იმავე სოფლიდან არის, როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, 3-4 დღის წინ ცდილობდა ამ ბავშვის მოტაცებას”, – ამბობს ისმაილოვა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც მამაკაცის მხრიდან ძაღლზე ძალადობის ფაქტია ასახული. მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები