თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გიორგი ბაბუაძის მასტერკლასი გაიმართება
8 და 9 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მასტერკლასს ჩაატარებს გიორგი ბაბუაძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით< მასტერკლასი ჩატარდება ვიოლინოს, ალტის და კამერული ანსაბლის მიმართულებით.
გიორგი ბაბუაძე დაიბადა 1961 წელს თბილისში. 1985 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ლ. შიუკაშვილის ვიოლინოს კლასი). 1986-91 წლებში გადიოდა სტაჟირების კურსს და დაამთავრა საოპერო-სიმფონიური დირიჟორობის ასისტენტურა-სტაჟირების კლასი პროფ. ო. დიმიტრიადის ხელმძღვანელობით. კონსერვატორიის დამთავრებისას, როგორც მევიოლინე, იგი გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი და კონცერტებით მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ასევე – რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ესტონეთში.
იმთავითვე ძალიან ბევრს მოღვაწეობდა სიმებიანი კვარტეტის ჟანრში და გადის მასტერკლასებს პროფ. ვ. ბერლინსკისთან (მოსკოვი, ბოროდინის სახელობის კვარტეტი). 1985-87 წლებში იყო ცხინვალის კამერული ორკესტრის კონცერტმაისტერი. 1986-89 წლებში – რუსთავის კამერული ორკესტრისა და საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრების მევიოლონე. ამავე წლებში -კონსერვატორიის სტუდენტური სმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი და სტუდენტური კამერული ორკესტრის დირიჟორი.
1992 წლიდან იყო კონსერვატორიის კამერული ანსამბლის და კვარტეტის კათედრის პედაგოგი. 1986-91 წლებში, როგორც ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი, მოგზაურობდა კონცერტებით აშშ-სა და ფინეთში. იმავე წლებში იყო სსრკ-ს საფესტივალო სიმფომიური ორკესტრის მევიოლინე (გასტროლები ინგლისსა და სინგაპურში).
1988-90 წლები – ბათუმის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი;
1989-93 წლები – საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი (გასტროლები საფრანგეთსა და გერმანიაში). საქართველოს მუსიკალური საზოგადოების სიმებიანი კვარტეტის შემადგენლობაში მოგზაურობს კონკურსებზე და კონცერტებით იტალიაში.
1986-2007 წლები – როგორც მევიოლინე და კამერული ორკესტრის დირიჟორი, მონაწილეობდა თელავის და ბათუმის , ბორჯომის, „აღდგომიდან ამაღლებამდე” მუსიკალურ ფესტივალებში.
1993-96 წლები – მოღვაწეობდა იტალიაში (Orchestra Guido Centeli, Orchestra Filarmonica Marchegiana, Orchestra stabile di Como)..
1996 წლის ოქტომბრიდან გ. ბაბუაძე მოღვაწეობდაიაპონიაში. 1986-2001 წლებშ იყო The Orchestra Osaka Symphoniker-ის კონცერტმაისტერი. 2001 წლიდან კი არის Kansai Philharmonic Orchestra-ს კონცერტმაისტერი; 2002 წლიდან The Kyoto city University of Arts-ის ვიოლინოს კლასის პედაგოგი.
2011-13 წლებში დირიჟორობდა რუმინეთის ქალაქ ორადეას მუსიკალურ ფესტივალზე. აგრეთვე, როგორც მოწვეული დიროჟორი, ურთიერთობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრთან, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, ე. მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან, საქართველოს სიმფონიეტასთან და საქართველოს ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან.
როგორც მევიოლინე, სისტემატურად მართავს სოლო და კამერულ კონცერტებს იაპონიასა და საქართველოში.
ჩაწერილი აქვს 7 სახეობის CD. მიღებული აქვს: Osaka Critic Club-ის პრიზი, Osaka City Citizen Award-ის პრიზი და იაპონიის იმპეტატორის ჯილდო Order of the Rising Sun.