ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი სასურსათო და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების კლებამ განაპირობა – გოგიტა თოდრაძე
“ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი წლიურ ჭრილში ორ სასაქონლო ჯგუფში ფასების კლებამ განაპირობა. ეს გახლავთ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი, რომლის ფასები დაახლოებით 3 პროცენტით შემცირდა”, – ამის შესახებ საქსტატის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„განსაკუთრებით შემცირება აღინიშნება ზეთსა და ცხიმზე, ასევე გარკვეულ კატეგორიის ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. რაც შეეხება მეორე სასაქონლო ჯგუფს – ეს გახლავთ ჯანდაცვის ჯგუფი, სადაც ძირითადად კლება განაპირობა გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებზე და ასევე სამედიცინო აპარატურაზე ფასების შემცირებამ“, – აღნიშნა თოდრაძემ.
დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.4 პროცენტი შეადგინა.